17:02 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-10 22:46:45, 714 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - მტრის ჯინაზე, ღარიბაშვილი კიდევ დიდხანს იქნება პრემიერი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თანამდებობის დატოვებაზე განცხადების გაკეთებამდე ეკატერინე ტიკარაძეს „ქართული ოცნების“ პარტიაში შეხვდა და ესაუბრა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდში არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა.

„ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი თავად განმარტა. პოლიტსაბჭოში წევრთა ფუნქციები პარტიის წესდებით არის განსაზღვრული. ვინ დაიკავებს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას, ეს პრემიერ-მინისტრზეა დამოკიდებული და მას უნდა დაველოდოთ. ვიდრე ტიკარაძის ბრიფინგი ჩატარდებოდა, ის პარტიაში იმყოფებოდა, მასთან შეხვედრა, საუბარი მქონდა. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. თუ რაიმე დამატებითი განმარტება გჭირდებათ, მას ჰკითხეთ. ჩამოშლა ხდება ერთ პოლიტიკურ პარტიაში და მას ჰქვია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“,  სწრაფი ტემპით ჩამოშლა ხდება ამ პარტიაში და სიამოვნებით დავაკვირდებით პროცესს. „ქართულ ოცნებაში“ ეს არ ხდება.“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics