|
2021-12-10 20:48:27, 799 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი - საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს სურთ, რეფორმების პროცესის გაგრძელება იხილონ
კელი დეგნანი შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს - ევროკავშირს, აშშ-სა და სხვებს, სურთ ქვეყანაში რეფორმების პროცესის გაგრძელება იხილონ. საქართველოში აშშ-ის სრულუფლებიან ელჩის განცხადებით, ის რეკომენდაციები, რომლებიც პარლამენტმა ოდირს, ვენეციის კომისიასა და სხვა საერთაშორისო ექსპერტებს სთხოვა, უნდა შესრულდეს. აღნიშნული რეფორმები საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია. „საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, ევროკავშირს, აშშ-სა და სხვებს, რომლებიც ნამდვილად მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, სურთ რეფორმების პროცესის გაგრძელება იხილონ. ეს არის ნორმალური პროცესის ნაწილი, რომ გაგრძელდეს ის რეფორმები, რაზეც საქართველო ბოლო 20 წლის განმავლობაში მუშაობს და მოლოდინი არის, რომ ეს უნდა გაგრძელდეს. პარლამენტმა სთხოვა რეკომენდაციები ოდირს, ვენეციის კომისიას და სხვა საერთაშორისო ექსპერტებს და ეს რეკომენდაციები უნდა შესრულდეს. რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს ლიდერები რამდენჯერმე შეთანხმდნენ, მათ შორის მმართველი პარტია, რომ ეს რეფორმები არის საქართველოს საუკეთესო ინტერესებში. ვფიქრობ, ახლა ნამდვილად არსებობს იმედი, რომ ახლა, როცა არჩევნები დასრულდა ყველა პარტია კვლავ ერთად და კონსტრუქციულად იმუშავებს, რომ განახორციელოს ეს რეფორმები, დაამტკიცოს კანონმდებლობა და შეინარჩუნოს საქართველოს წინსვლა იმ გზაზე, რომლით სვლაც ქართველების უმეტესობის სურვილია. ეს არის საქართველოს, როგორც ძლიერი, სუვერენული სახელმწიფოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ ოჯახში, რომელსაც აქვს მდიდარი ისტორია და რომელსაც ევროპული ქვეყნების ოჯახში საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია. საქართველოს ბევრი რამ აქვს იმისთვის, რომ წვლილი შეიტანოს, მას აქვს ევროპის ნაწილად ყოფნის ისტორია. ასე რომ, ბუნებრივია, ის, რომ საქართველომ ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის პროცესი განაგრძოს. იმედი მაქვს, ამ პროგრესს ძალიან მალე ვიხილავთ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)