16:08 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-09 22:53:38, 1235 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი ტიკარაძეზე - მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ასეთ რთულ მდგომარეობაში ადამიანობა შეინარჩუნა

"მიუხედავად ყველაფრისა, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ასეთ რთულ მდგომარეობაში ადამიანობა შეინარჩუნა" - საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მადლობას უხდის და მის გადადგომას ეხმაურება. 

"კოვიდის მართვის სრული ჩავარდნა აპატია ჯანდაცვის მინისტრ ტიკარაძეს ივანიშვილმა, მაგრამ არ აპატია ობიექტური სპეციალისტების მიერ დაკომპლექტებული სახელმწიფო კომისიის შექმნა ჩემს საკითხზე, ის, რომ მან უარი თქვა, რატის როლი მოერგო და ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ყოველგვარი ტყუილები ელაპარაკა, რასაც მას მთავრობა სთხოვდა და ბოლოს მან, ტიკარაძემ, შეუერთა თავისი ხმა ჩემს კლინიკაში გადაყვანის მსურველებს.  

კოვიდ-პასპორტები იყო ბოლო წვეთი, ახლაც კარგად აჩვენებს ეს ყველაფერს, თუ როგორ არ ადარდებს მთავრობას ადამიანების სიცოცხლე. მიუხედავად ყველაფრისა, მინდა ჩემგან გადავუხადო ქალბატონ ტიკარაძეს დიდი მადლობა, რომ მან ასეთ რთულ მდგომარეობასა და სიტუაციაში შეინარჩუნა ადამიანობა." -წერია საკაშვილის გავრცელებულ განცხადებაში.

ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ, მან „ქართული ოცნების“ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, გადადგომამდე, ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა სამედიცინო საზოგადოებასა და ჯანდაცვის სამინისტროს, მათ, ვინც პანდემიის პერიოდში დაუღალავად, 24 საათიანი რეჟიმში შრომობდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics