|
2021-12-08 16:12:47, 525 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი - გადმომეცა განკარგულება, რომ სააკაშვილმა პატიმრობის კოდექსი დაარღვია და სატელეფონო საუბარი 2 თვით ეზღუდება
გადმომეცა განკარგულება დირექტორისა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილზე დადგინდა, რომ მან დაარღვია პატიმრობის კოდექსის, რამდენიმე დებულება და დაეკისრა გადასახდელი სატელეფონო საუბრის 2 თვით შეზღუდვის სახით. - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს. მისი თქმით, განკარგულება დაუსაბუთებელი და უკანონოა. "მე ვიმყოფებოდი გლდანის #18 დაწესებულებაში, სადაც გადმომეცა განკარგულება დირექტორისა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილზე დადგინდა, რომ მან დაარღვია პატიმრობის კოდექსის, რამდენიმე დებულება მის მიერ მიყენებული ზიანი შეადგენს 70 ლარს და მას დაეკისრა გადასახდელი სატელეფონო საუბრის 2 თვით შეზღუდვის სახით. განკარგულება, რომლითაც გადასახდელი დაეკისრა პრეზიდენტს არის სრულიად დაუსაბუთებელი და უკანონო, იმდენად რამდენადაც არ აქვთ მათ არანაირი არგუმენტაცია და არ არის საქმის ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლეული. კერძოდ, მასში არ არის გამოკვლეული მიზეზი თუ რატომ კრა ხელი ამ აპარატს. მიზეზი კი გახლდათ ის რომ ის გაიტაცეს არააადამიანურად, შეათრიეს კამერაში და ბუნებრივია მას ჰქონდა სრულიად ადეკვატური რეაქცია." - განაცხადა უფლებადამცველმა.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)