|
2021-12-08 12:53:27, 747 ნახვა
საზოგადოება
სელექტიური კონტრაქტირების საკითხთან დაკავშირებით, ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა
ჯანდაცვის სამინისტროს ინორმაციით, სამედიცინო სერვისების საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში, ეკატერინე ტიკარაძემ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართა. უწყების ცნობით, მხარეებმა ის პრინციპები და კრიტერიუმები განიხილეს, რომლებიც შესაძლოა სელექტიური კონტრაქტირებისთვის იქნას გამოყენებული. მათივე ინფორმაციით, სელექტიური კონტრაქიტრება არის ქმედითი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტის მეტად გონივრული და ეფექტური მიმართვა იმ მაღალი სიმძლავრის სამედიცინო დაწესებულებებზე, რომლებიც პაციენტებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების მიწოდებაზე არიან ორიენტირებულნი. მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტლების შერჩევისას გათვალისწინებული იქნება საწოლფონდის საჭირო მოცულობა, ხარისხობრივი ინდიკატორები, კერძოდ მრავალპროფილური და მაღალტექნოლოგიური სერვისების მიწოდების შესაძლებლობები. სელექტიურ კონტრაქიტრებას სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებიც მიესალმებიან და ამბობენ, რომ ამით ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)