15:10 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-08 11:51:05, 688 ნახვა

პოლიტიკა
„ემპათიას“ ხელმძღვანელი - სააკაშვილზე მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რაც შეიძლება წამებად განვიხილოთ

ინსპექტორს უნდა მოეთხოვა ყველა იმ პირის თანამდებობიდან გადაყენება, ვინც სავარაუდოდ, იკვეთება არაადამიანური მოპყრობისა და წამების ეპიზოდებში, მათ შორის იუსტიციის მინისტრის. - ამის შესახებ ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ე.წ. დისციპლინარული ზომების მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

ამასთან ჯისკარიანი ამტკიცებს, რომ სააკაშვილზე მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ზემოქმედება.

"სახელმწიფო ინსპექტორს უნდა მოეთხოვა ყველა იმ პირის გადაყენება თანამდებობიდან, ვინც სავარაუდოდ, იკვეთება არასათანადო, არაადამიანური მოპყრობისა და წამების ეპიზოდებში, მათ შორის იუსტიციის მინისტრის. შურისძიების მიზნით კვლავ მე-18 დაწესებულების ორი ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა მიხეილ სააკაშვილის განცხადებით მის წამებაში, შევიდა მასთან, შეიჭრა პრაქტიკულად და კიდევ მიაყენეს შეურაცხყოფა თავისი დისციპლინარული სანქციებით. ეს ნიშნავს, რომ პაციენტზე მიმდინარეობს კვლავ ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რაც წყალში ყრის პრაქტიკულად ყველა მკურნალობას, რაც აქამდე არსებობდა, ამწვავებს პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობის მდგომარეობას და შეიძლება განვიხილოთ, როგორც განგრძობითი ფსიქოლოგიური ზემოქმედება და წამება ამ ადამიანის.

"წესით, სახელმწიფო ინსპექტორმა უნდა განახორციელოს ინტერვენცია ამასთან დაკავშირებით, ასევე სახალხო დამცველმა. ცენტრი "ემპათიაც" ამ ფაქტს შეიტანს თავის დასკვნაში, როგორც განგრძობით წამებას და ვფიქრობ, უნდა მოხდეს მიმართვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი ახალი გადაუდებელი ზომის მოთხოვნით, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას", - თქვა ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელმა "მთავარ არხთან".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics