|
2021-12-08 10:51:40, 697 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი - სასაცილოა, როცა ვისმენთ პოზიციას, რომ სააკაშვილი უნდა დაისაჯოს არარსებული დარღვევის გამო
გამიხარდება, თუ პენიტენციური, უკან წაიღებს იმ მცდელობას, რომ მიხეილ სააკაშვილს რაიმე ტიპის სანქცია დაეკისროს არარსებული დარღვევის გამო. - ასე ეხმაურება მიხეილს სააკაშვილის უფლებადამცველი პენიტენციური სამსახურის განცხადებას, სადაც ნათქვამია რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არ არის გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება მის მიერ ჩადენილი დარღვევის გამო. ამასთან ადვოკატი აცხადებს, რომ ვიდეოკადრებით, რაც გავრცელდა ნამდვილად ჰქონდა დანაშაულს ადგილი თუმცა არა სააკაშვილის, არამედ პენიტენციური სამსახურის მხრიდან. "ეს შეზღუდვები თუ დადასტურება მათი არსებობა, და ამ დრომდე რასაც პენიტენციური სამსახური უარყოფს არის ბუნებრივია სრულიად უსაფუძვლო, უმიზეზო და უკანონო. მე ძალიან გამიხარდება, თუ პენიტენციური სამსახური ბოლო გავრცელებული განცხადების შინაარსს შეასრულებს, უკან წაიღებს იმ მცდელობას, რომ მიხეილ სააკაშვილს რაიმე ტიპის სანქცია დაეკისროს არარსებული დარღვევის გამო. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იმ ფონზე, როცა ჩვენ არ გვინახავს არცერთი პირი სახდელდადებული ან დასჯილი ე.წ. შუმოკების გამო, რომელიც მათ შორის ადვოკატებს მოუწყვეს, არ გვინახავს არცერთი პირი დასჯილი იმის გამო, რაზეც სახელმწიფო ინსპექტორმა დარღვევა დაადგინა, არ გვინახავს არცერთი პირი დასჯილი იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, სასაცილოა, როცა სახელმწიფოს მხრიდან ვისმენთ პოზიციას, რომ მიხეილ სააკაშვილი თითქოს უნდა დაისაჯოს არარსებული დარღვევისა და გადაცდომის გამო. ამას თავისი შედეგები ექნება. ვფიქრობ, ამ შედეგებზე პენიტენციურმა სამსახურმაც იფიქრა, სამწუხაროა, რომ მას შემდეგ, რაც სცადეს ამის გაკეთება. უნდა აღინიშნოს ვიდეოკადრებს, რაც გავრცელდა დანაშაულს ქონდა ადგილი არა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, არამედ პენიტენციური სამსახურის მხრიდან მათ იძულებით გადაიყვანეს გლდანის დაწესებულებაში და ეს ნამდვილად არის სისხლის სამართლის დანაშაული.", - თქვა შოთა თუთბერიძემ. ცნობისთვის, გუშინ მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მის წინააღმდეგ დისციპლინარული ზომების მიღების გამო, ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას წყვეტს.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)