|
2021-12-07 21:41:09, 594 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე საბა ბუაძეს: ერთი მტკიცებულება მაინც წარმოადგინეთ, რომ ბიუჯეტიდან რამე მოვიპარე, უფლებამოსილებას გადავამეტე, ვინმე დავჩაგრე
„ერთი მტკიცებულება მომეცით, რომ ბიუჯეტიდან რამე მოვიპარე, ჩემს უფლებამოსილებას გადავამეტე, ვინმე დავჩაგრე, ვინმეს არასამართლიანად მოვექეცი და ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას, პოლიტიკიდან და თანამდებობიდან წავალ და კანონის წინაშე ვაგებ პასუხს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის, საბა ბუაძის მიერ გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა. „ბატონო საბა, თქვენ არავინ გზღუდავთ იმაში, რომ კრიტიკული იყოთ, მაგრამ როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას აყენებ, ეს კატეგორიულად მიუღებელია. რა თქმა უნდა, ყველაფერზე ვერ გვექნება ერთნაირი დამოკიდებულება, ოპოზიცია ხართ და კრიტიკულები უნდა იყოთ, ეს მისაღებია, მაგრამ ყველაფერს თავისი ფორმა აქვს. ადამიანს როდესაც შეურაცხყოფას აყენებ, მტკიცებით ფორმაში ეუბნები, რომ კორუმპირებულია, დამიდასტურე. როდესაც უსამართლოდ მაყენებ შეურაცხყოფას, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის მოყვება რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)