|
2021-12-07 18:44:14, 580 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - ჩემი მერობის პერიოდში არასდროს მიღებულა გადაწყვეტილება, რომ დახმარების მთხოვნელი ადამიანები პოლიტიკური ნიშნით დაგვეყო
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ძალიან შეურაცხმყოფელია ბრალდება, თითქოს, დახმარების მსურველ მოქალაქეებს მუნიციპალიტეტი პოლიტიკური ნიშნით ყოფს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის საკრებულოში ოპოზიციონერ დეპუტატ სოფიო ჯაფარიძის კითხვის პასუხად განაცხადა. „შეგიძლიათ, თქვენს კოლეგებს კითხოთ, რამდენ ადამიანს დავეხმარეთ. ეს არის ისეთი თემა, როგორ შეიძლება, ადამიანმა პოლიტიკური ნიშნით განსაზღვროს, ვის უნდა დაეხმაროს და ვის არა. ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება. დიდი ბოდიში, მაგრამ ძალიან შეურაცხმყოფელია ეს ჩვენთვის. მერწმუნეთ, გეფიცები, ვინც ყველაზე საფიცარი მყავს, ჩემი მერობის პერიოდში, არასდროს მიღებულა ისეთი გადაწყვეტილება, რომ ადამიანები, დახმარების და ხელშეწყობის თვალსაზრისით, დაგვეყოს პოლიტიკური ნიშნით. ეს იქნებოდა ყველაზე დიდი ბოროტება, ყველაზე დიდი უბედურება, რაც კი შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა დედაქალაქის საკრებულოს დასამტკიცებლად, მუნიციპალიტეტის მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა. საკრებულოს სხდომაზე მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცების შესახებ მსჯელობენ.
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)