|
2021-12-06 14:55:56, 695 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის დანიშნულ მედიკამენტებზე თუ საფუძველი იქნება, მოითხოვენ გამოძიების დაწყებას
მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ისტორიაზე სრული წვდომა ადვოკატებს არ გვქონდა. - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ემპათიის“ ხელმძღვანელის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილს დიდი რაოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტები ეძლეოდა. ამასთან ადვოკატი აცხადებს, რომ, თუ ექნებათ საფუძველი ამის გამო გამოძიების დაწყება მოითხოვონ, ამას აუცილებლად გააკეთებენ და სტრასბურგის სასამართლოშიც გამოიყენებენ. "ჩვენ სამედიცინო ისტორიაზე სრული წვდომა არ გვქონდა, ბევრჯერ მოვითხოვეთ, რამდენჯერმე გვაქვს ამაზე განცხადება დაწერილი, პასუხი ამაზე სამწუხაროდ არ მიგვიღია, ამიტომ სრული წვდომა არ გვქონდა. პირადი ექიმი მიხეილ სააკაშვილისა, ბატონი ნიკა ყიფშიძე, პირველი შეხვედრის დღიდან ითხოვს ფსიქიატრის ჩართულობას, ამას მერე დღევანდელი "ქართული ოცნების" სპიკერებმა მიაბეს თითქოს სააკაშვილს ჰქონდა მენტალური პრობლემები, თუმცა არა, სწორედ ფსიქიატრის ჩართულობა იყო საჭირო, რომ მას შეეფასებინა პროფესიონალურად დანიშნული მედიკამენტების საჭიროება. თუ გვექნება საფუძველი, რომ მივმართოთ სამართალდამცავ უწყებებს და მოვითხოვოთ გამოძიების დაწყება, რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებთ, თუ იქნება იქ დარღვევა ადამიანის უფლებების, ცხადია გამოვიყენებთ სტრასბურგში, უფრო მეტიც, შემიძლია გითხრათ, რომ თუ სამედიცინო მოსაზრება ამას დაადგენს, კონსილიუმის დასკვნები ამას დაადგენენ, ეს იქნება ძალიან ძლიერი არგუმენტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ძალიან დიდი ფასის გადახდის საფუძველი საქართველოს სახელმწიფოსთვის სტრასბურგის სასამართლოში", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)