|
2021-12-04 15:09:52, 881 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო საზოგადოებას მიმართავს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას მიმართავს. ამის შესახებ მიმართვას ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრელებს. „მინდა, მივმართო ყველა ექიმს და ექთანს, საერთოდ მთლიანად მედპერსონალს. დიდი მადლობა თქვენი კოვიდთან ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისთვის, პროფესიონალიზმისთვის, ადამიანობისთვის, გამოჩენილი წესიერებისთვის. განსაკუთრებით მინდა, მადლობა გადავუხადო, სამივე სამედიცინო კონსილიუმის წევრებს, პრინციპულობისთვის და ზეწოლის გაძლებისთვის. ვამაყობ, რომ ჩემი დიდი წვლილი შევიტანე ახალი კლინიკების შექმნაში. ჩემი შემდეგი გეგმა იყო უმცროსი მედპერსონალისთვის ხელფასის გაორმაგება და მთელი პერსონალის გადამზადება, რათა ჩვენს ექიმებს შეძლებოდათ, ასევე, სამედიცინო ტურიზმის მიღება და ხელფასების მკვეთრი ზრდა ამის ხარჯზე. დღეს ბევრ ექიმს და ექთანს, რამდენიმე ადგილას ერთდროულად უხდება მუშაობა. წელზე ფეხს იდგამენ, ოღონდ ოჯახები როგორმე არჩინონ. ახლა კოვიდთან დაკავშირებული 50% დანამატი მაინც აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების ხარჯზე და ესეც რომ დასრულდება, საერთოდ რა ეშველებათ თუ ფუნდამენტალურად არ შეიცვალა სიტუაცია, მე არ ვიცი... თუნდაც აქ, გორის ჰოსპიტალი, ჩემი გულისთვის მთლიანად დახურეს, ოღონდ თბილისში მულტიფუნქციურ კლინიკაში არ გადავეყვანე - რის შედეგადაც, პაციენტების რაოდენობა და მედპერსონალის ნაწილის ხელფასი შემცირდა. მე მინდა, მათ ამ მთავრობის ნაცვლად მოვუხადო ბოდიში. იმედია, ეს გაუგებრობა მალე დასრულდება!“ - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)