|
2021-12-04 12:00:42, 1117 ნახვა
მსოფლიო
WHO-ს მეცნიერი - „ომიკრონის“ გამო, პანიკა საჭირო არაა, მაგრამ მსოფლიო უნდა მოემზადოს
კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის გამო, პანიკა საჭირო არაა, მაგრამ მსოფლიო უნდა მოემზადოს - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვანმა მეცნიერმა, სუმია სვამინატამ განაცხადა. BBC-ის ცნობით, ომიკრონის შტამი 40-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა. ჯერ კიდევ უცნობია, ახალი შტამი უფრო გადამდებია თუ არა და შეუძლია თუ არა ვაქცინას თავი აარიდოს. "რამდენად შეშფოთებული უნდა ვიყოთ? ჩვენ უნდა მოვემზადოთ და ვიყოთ ფრთხილები, არ ავყვეთ პანიკას, რადგან ჩვენ განსხვავებულ სიტუაციაში ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ ვიყავით", - თქვა სვამინატამ. პროფესორმა სვამინატამ კონფერენციაზე თქვა, რომ "ომიკრონის" ვარიანტი არის "ძლიერად გადამდები". მანვე სამხრეთ აფრიკიდან მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ეს შტამი შესაძლოა გახდეს დომინანტური მსოფლიოში. მისივე განმარტებით, მსოფლიოში შემთხვევების 99% ახლა დელტა შტამზე მოდის. ცნობისთვის, "ომიკრონის" შტამი პირველად შტამი სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)