|
2021-12-03 11:44:03, 751 ნახვა
პოლიტიკა
2013-2020 წლებში სახელისუფლებლო პიარის თანამშრომლებზე 140 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, 2013-2020 წლებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სახელმწიფო უწყებებშიპიარ-სამსახურებში დასაქმებული თანამშრომლების ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან 140.5 მილიონი ლარი დაიხარჯა. მათივე ცნობით, ჩატარებული კვლევა 322 სახელმწიფო უწყების მონაცემებს მოიცავს, მათ შორისაა, საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოზები, ასევე საჯარო სამართლის იურიდიულილ პირები. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საჯარო ინფორმაცია 322 სახელმწიფო უწყებიდან გამოითხოვეს, თუმცა 35-მა დაწესებულებამ მათ ინფორმაიცა არ ან არასრულად მიაწოდა, მათ შორისაა, მთავრობის ადმინისტრაცია, თავდაცვის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელთა წინააღმდეგაც ორგანიზაციამ სასამართლოს საჩივრით მიიმართა და კანონის შესაბამისად, გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვა. TI-ს კვლევაში ვკითხულობთ,, რომ ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა 2016 წელს გაიცა და 20 მილიონამდე ლარი შეადგინა, 2020 წელს კი, პიარ-სამსახურების თანამშრომელთა ანაზღაურებაზე დახარჯულმა თანხამ 18.4 მილიონი ლარი შეადგინა. „2020 წელს, 2012 წელთან შედარებით, 589-დან 969-მდე, ანუ 68%-ით გაიზარდა სახელმწიფო უწყებების პიარში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა. თბილისის მერიამ 2018 წელს ააიპ „საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო“ შექმნა, რომელშიც გამგეობებსას და მერიას დაქვემდებარებულ სტრუქტურებში მოქმედი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები გაერთიანდა. დედაქალაქის მერიაში 2020 წელს საშუალოდ 56 თანამშრომელი იყო დასაქმებული, რომელთა ანაზღაურებაზეც 1.6 მილიონი ლარი დაიხარჯა“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ კვლევაში.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)