|
2021-12-02 15:45:35, 769 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი - ბოტოქსიო, რომ გაიძახიან, სააკაშვილმა ახსნა, რა სამკურნალო საშუალებებზე იყო ეს ხარჯი გაწეული
ყველასთვის ნათელია, რომ პროკურატურა ამ საქმეში ბრალდების მხარეს არ წარმოადგენს, ის წარმოადგენს „ქართულ ოცნებას“,- ამის შესახებ ადვოკტმა ბექა ბასილაიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ე.წ პიჯაკების საქმის სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ბასილაიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელი სიტყვით წერტილი დაუსვა ყველა იმ ინსინუაციას, რაც ამ საქმეზე წარმოდგენილ ხარჯებს ეხება. მისივე თქმით, ყველას, ვისაც ჰგონია, რომ პრეზიდენტი სამედიცინო პროცედურებს საკუთარი ხარჯით უნდა იკეთებდეს, უმაღლეს მთავარსარდალზე წარმოდგენა არ აქვს. „დღევანდელ პროცესზე იყო მასმედიის არაერთი წარმომადგენელი, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგელები. დღევანდელი პროცესის მერე, ყველასთვის ნათელია, რომ პროკურატურა ამ საქმეში ბრალდების მხარეს არ წარმოადგენს, ის წარმოადგენს „ქართულ ოცნებას“. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის სიტყვას, ეს სიტყვა იყო ძალიან დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მატარებელი და ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილის სიტყვამ წერტილი დაუსვა სულ ყველა ინსინუაციას, რაც ამ საქმეზე წარმოდგენილ ხარჯებს ეხება. ელემენტარული, ბოტოქსი-ბოტოქსიო, რომ გაიძახინ, მიხეილ სააკაშვილმა ძალიან მკაფიოდ ახსნა, თუ რა სამკურნალო საშუალებებთან დაკავშირებით იყო ეს ხარჯი გაწეული და თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველოს პრიზიდენტი, იქნება ეს გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი თუ მიხეილ სააკაშვილი, სამედიცინო პროცედურებს უნდა იტარებდეს თავისი 3 000-ლარიანი ხელფასით, მაშინ ჩვენ უმაღლეს მთავარსარდალზე წარმოადგენა არ გვქონია“, - განაცხადა ბექა ბასილაიმ.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)