|
2021-12-02 14:16:47, 717 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ხარჯების დიდი ნაწილი სანდრასია, მას რატომ არ ასამართლებენ?
სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი სანდრასია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ე.წ პიჯაკების საქმის სასამართლო სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, სანდრას მეშვეობით, 4-ჯერ ნაკლები ქართველი ქალი კდება მკერდის კიბოთი, ვიდრე მანამდე და ყველა ექიმი იტყვის, რამდენი რაღაც გაკეთდა ჯანდაცვისთვის ციხეში. „მე აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ სანდარას უამრავი ხარჯი აქვს, ბავშვების საჩუქრები, საწოლის ყიდვა და უამრავი სხვა, სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი სანდრასია. სიამოივნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე, რადგან ამ ხარჯების მეოთხედი, მეხუთედი სანდრასია. ოღონდ, სანამ სანდრას ედავებით, გაიხსენეთ, რომ სანდრამ ამ ქვეყანაში 100 მილიონი ევროს გრანტები სამედიცინო სფეროში. სანდრას მეშვეობით, 4-ჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი, ვიდრე მანამდე. სანდრას მეშვეობით, ყველა ციხის ექიმი გეტყვით, რამდენი რაღაც გაკეთდა ჯანდაცვისთვის ციხეში. სანდრა არაა კორუფციონერი?“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)