13:27 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-02 11:48:18, 689 ნახვა

პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - რაც მეტს ილაპარაკებს სააკაშვილი პოლიტიკაზე, მით ნაკლები გვექნება სამტკიცებელი

რაც უფრო მეტს ილაპარაკებს პოლიტიკაზე, ნაკლები გვექნება სამტკიცებელი საზოგადოებისთვის,  - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ე.წ პიჯაკების საქმე თავისუფლად შეიძლება მოხსენიებული იყოს, როგორც კორუფციის საქმე.

„ჩვენ ვნახეთ საჯაროდ გამოქვეყნებული საბუთები, თუ როგორ არმიზნობრიდავ იხარჯებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯები, შესაბამისად, ამ საქმესთან დაკავშირებით იქნება სასამართლო პროცესი. რაც შეეხება პატიმარი სააკაშვილის გამოსვლებს, სავარაუდოდ, ეს სასამართლო სხდომაც იქნება მისთვის პოლიტიკური ტრიბუნა, თუმცა მიმაჩნია, რაც უფრო მეტს ილაპარაკებს ის ზოგადად პოლიტიკაზე, მით უფრო ნაკლები გვექნება სამტკიცებელი საზოგადოებისთვის, თუ რატომ არის ის განსასჯელი ახლა. ე.წ პიჯაკების საქმე შეგვიძლია თავისუფლად მოვიხსენიოთ, როგორც კორუფციის საქმე“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics