13:27 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-01 18:24:13, 708 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს - შემოუშვით ნებისმიერი პოლიტიკური მიმდინარეობის ჟურნალისტი, რათა ნახონ ისტორიულად სამარცხვინო პროცესი

შემოუშვით ნებისმიერი პოლიტიკური მიმდინარეობის ჟურნალისტები, რათა ნახონ ეს ისტორიულად სამარცხვინო პროცესი. - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდეტი მიხეილ სააკაშვილი მორიგ მიმართვაში აქვეყნებს.

ამჯერად ექსპრეზიდენტი სოციალური ქსელის საშუალებით სასამართლოს მიმართავს და პროცესზე ჟურნალისტების დასწრებას ითხოვს.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო დარბაზში ჩემი კოლეგების ნახვა. მაგრამ, ამჯერად მივმართავ სასამართლოს, რომ დარბაზში შემოუშვან ნებისმიერი პოლიტიკური მიმდინარეობის ჟურნალისტები, თუნდაც აპარატურის გარეშე, რათა საკუთარი თვალით ნახონ ეს ისტორიულად სამარცხვინო პროცესი და შეძლონ ადგილზე ჩამოუყალიბდეთ საკუთარი შთაბეჭდილება."- ნათქვამია სააკაშვილის მიმარვაში.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. პიჯაკების საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხიელ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ არის ჩანიშნული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics