|
2021-12-01 13:38:58, 700 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი – სააკაშვილი პროცესზე დასასწრებად მზადაა, ის წარმოთქვამს სიტყვას, რომელიც ნიღბის ჩამომგლეჯი იქნება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შოთა თუთბერიძე, აცხადებს რომ მიხეილ სააკაშვილი თავს ცუდად გრძნობს, თუმცა ის ხვალინდელ პროცესზე დასასწრებად მზად არის. ამასთან, ადვოკატის თქმით, ედუარდ სააკაშვილი სპეციალურად მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ჩამოვიდა და იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ვიზიტს ხელს ხელონურად შეუშლის სააკაშვილს საკითხზე მკაცრი რეაგირება ექნება. "მესამე პრეზიდენტი თავს გრძნობს სუსტად. მისი ფერმენტები ღვიძლში იყო მომატებული და იმედი გვაქვს რომ ექიმები დაარეგულირებენ ამ მაჩვენებელს და უკეთესი ვითარება გვექნება, თუმცა ამ მდომარეობაშიც კი, ის მზად არის ხვალინდელ პროცესზე გამოსაცხადებლად. მიხეილ სააკაშვილი ასევე დიდ მადლობას უხდის ყველა ექიმს, ვინც მის ჯანმრთელოვაზე ზრუნავს. პრეზიდენტი ძალიან ბენდიერია რომ არის საქართველოს ჯარისკაცების გარემოცვაში, თუმცა გული წყდება რომ ეს ჯარისკაცები, გულანთებული პატრიოტები აქ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტებად არიან გამოყენებული. ხვალინდელ პროცესზე პრეზიდენტი წარმოთქვას სიტყვას, რომელიც ნიღბის ჩამომგლეჯი იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ასრულებს ხელისუფლების დავალებას. ასევე, დღეს, მიხეილ სააკაშვილის სანახავად მისი შვილი, ედუარდ სააკაშვილი ჩამოვიდა და მოვითხოვთ პენიტენციურ სამსახურს, მას არ შეექმნას რაიმე ხელოვნური ბარიერი, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეზიდენტს ექნება მკაცრი რეაგირება."- განაცხადა ადვოკატმა.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)