|
2021-11-30 13:42:42, 979 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი – პრემიერი, რომელიც დიდი აღტაცებით გვეუბნება, რომ ეკონომიკა დუღს, უბრალოდ ხალხს აღიზიანებს
ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ძალიან დიდი აღტაცებით გვეუბნება, რომ ეკონომიკა დუღს, უბრალოდ ხალხს აღიზიანებს, – ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ელისაშვილის თქმით, საზოგადოება პირდაპირ საკუთარ ჯიბესა და მაცივარზე გრძნობს, იზრდება თუ არა ეკონომიკა. ‘’პრემიერ მინისტრზე მინდა ვთქვა ირაკლი ღარიბაშვილზე, რომელიც ბოლო დროს გვეუბნება, რომ ძალიან დიდი აღტაცებით, რომ არნახულად იზრდება ეკონომიკა, ეკონომიკა დუღს ევროპასაც კი ვაოცებთ, მე ცოტა უტრირებულად ვამბობ მაგრამ ისე იზრდება ჩვენი ეკონომიკა სრულიად გაჩერებული, რომ იყო ქვეყანა და იმის ფონზე, რომ რაღაც გაფაჩუნდა და ზრდაა გასაგებია, ასეთი გადაჭარბებული ღიჟინა და აღტაცება უბრალოდ ხალხს აღიზიანებს, ასე არ შეიძლება, პირდაპირ ჩვენს ჯიბეზე და მაცივრებზე ვგრძნობთ ეკონომიკა გაიზარდა თუ არა’’–პარლამენტის წევრმა ალეკო ელისაშვილმა განცხადება პარლამენტის სხდომაზე გააკეთა
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)