|
2021-11-29 14:37:31, 661 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე საქმის პროკურორები და ადვოკატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორებსა და ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ბრალდებულ ექს-პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინა. „20 წუთია ვისმენთ და ერთი სიტყვა არ თქმულა განსახილველ საქმეზე. იქნებ სასამართლომ შეახსენოს, რომ ბატონი მიხეილი პრეზიდენტის სტატუსით არ გამოდის და ის ბრალდებულის სტატუსით იმყოფება აქ. მგონი, 20 წუთი მიმართვის გონივრული დრო იყო რამდენი ხანი შეიძლება ვუსმინოთ აბსოლუტურად სხვა გარემოებებზე, სხვა ქვეყნებთან დაკავშირებულ განცხადებებს?“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა. მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა უფლებადამცველმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ისტორიულია და მას უნდა მიეცეს განცხადების გაკეთების შესაძლებლობა. საბოლოოდ, მოსამართლემ პროკურორის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილს სიტყვით გამოსვლის გაგრძელების საშუალება მისცა.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)