11:42 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-27 21:43:41, 1089 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილის საქმის მოსამართლე - თუ პროცესზე არ მიოიყვანენ, სასამართლოს არ ჩავატარებ

"თუ ორშაბათს მიხეილ სააკაშვილს იუსტიციის სამინისტრო სასამართლო პროცესზე არ მიიყვანს სხდომა არ ჩატარდება. - ამის შესახებ "ნოდარ მელაძის შაბათის" ექსკლუზიური ინტერვიში მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა განაცხადა.

მან საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უნდა გაასამართლოს. 

"ალბათ უფრო ვერავინ გაბედავს, რომ კონსილიუმის წინააღმდეგ წავიდეს, თუ ისინი იტყვიან რომ მისი (მიხეილ სააკაშვილის) ტრანსპორტირება შესაძლებელია რომ არ მოიყვანონ. თუ არ მოიყვანენ, ჩვენ ისევ არ განვიხილავთ მის გარეშე"- აცხადებს ორკოდაშვილი. 

ლიანა ორკოდაშვილი კარიერას თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 თვეში ასრულებს. უვადოდ გამწესებული მოსამართლე 65 წლის ხდება და უფლებამოსილებაც ავტომატურად უწყება. 

მისი თქმით, მოსამართლის სიტყვაზე ბევრი განსასჯელის მომავალი ცხოვრებაა დამოკიდებული: 

"მოსამართლეობა, ეს ისეთი დიდი ტვირთია, შენი სიტყვით ადამიანი ან ციხეში მიდის, ან სახლში. ან სწორ გზას ადგება, ან შეიძლება დანაშაულებს აგრძელებს. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მოსამართლე როგორ მიუდგება კონკრეტულ ადამიანს და როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს" - აცხადებს მოსამართლე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics