|
2021-11-26 21:57:50, 995 ნახვა
პოლიტიკა
კომუნიკაციების კომისია მთავარ არხს დაჯარიმების შემდეგ, ბულინგსა და მუქარაში ადანაშაულებს
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, რომელმაც მთავარი არხი 112 000 ლარით დააჯარიმა, ტელეკომპანიას ბულინგსა და მუქარაში ადანაშაულებს. როგორც კომისიი განცხადებაშია ნათქვამი, მათი გადაწყვეტილება მთავარი არხის დაჯარიმებასთან დაკაბშირებით, "სრულად შეესაბამება არა მხოლოდ ქართულ კანონმდებლობას, არამედ საერთაშორისო პრაქტიკას, მათ შორის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს". "სიცრუეა მთავარი არხის ხელმღვანელობის განცხადება, რომ კომისიას არ ჰქონდა არხის დაჯარიმების სამართლებრივი საფუძველი, კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია მთავარი არხის წარმომადგენლების მხრიდან კომისიის წევრებისა და თანამშრომლების მისამართით გაკეთებული მუქარისა და ბულინგის შემცველი განცხადებები. აშკარაა, რომ აღნიშნული კომისიის თანამშრომლების პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას და კომისიის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციას ემსახურება. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი მცდელობები, კანონის აღსრულებას ხელს ვერ შეუშლის და კომისიის გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ მოახდენს", - ნათქვამია განცხადებაში. 25 ნოემბერს მარეგულირებელმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ მთავარმა არხმა არაწინასაარჩევნო პერიოდში "პოლიტიკური რეკლამა" ეთერში კანონმდებლობის დარღვევით განათავსა. მარეგულირებელმა ტელეკომპანიას პოლიტიკურ რეკლამად ჩაუთვალა "სირცხვილიას" მიერ მომზადებული ვიდეო "ოცნების" საგარეო კურსზე და კლიპი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)