|
2021-11-26 15:36:49, 1234 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი: „ენმ“-ს სურს, მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებულ ბიუჯეტს საბოტაჟი გამოუცხადოს - ამის უფლება არ მიეცემათ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი დღეს, ზუგდიდსა და ბათუმში 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების პარალელურად ოპოზიციის პროტესტს ეხმაურება. როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, პროცესები, რომელიც მიმდინარეობს საკრებულოში, სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. ამასთანავე, ოხანაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობას“ საბოტაჟის საშუალება არ მიეცემა. "ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს საკრებულოებში, სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, სავსებით ლეგიტიმურად, სრული უფლება აქვთ საკრებულოებს, განახორციელონ ის საქმიანობა, რომელიც მათ კანონით აქვთ მინიჭებული, იქამდე, ვიდრე ახალი საკრებულო განახორციელებს თავის საქმიანობას. პოლიტიკურად, "ნაციონალურ მოძრაობას", როდესაც სურთ მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებულ ბიუჯეტს საბოტაჟი გამოუცხადონ, მათ ამ საბოტაჟის საშუალება არ მიეცემათ,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)