|
2021-11-26 12:37:54, 952 ნახვა
პოლიტიკა
ზუგდიდის ძველი მოწვევის საკრებულომ, პროტესტის ფონზე, 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტი 2017 წლის მოწვევის საკრებულომ დაამტკიცა. საკრებულოს სხდომას მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "ბიუჯეტი გაიზარდა და განისაზღვრა 47 მილიონ 200 ათასით. ყველა პრიორიტეტი ადეკვატურად არის ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდიანარე ფინანსურად უზრუნველყოფილი. რაც შეეხება ხელფაებს საჯარო სექტორში როგორც ემრიაში ასევე საკრებულოში კანონმდებლობის შესაბამისად იზრდება ხელფასები. ოპოზიციას არც გადანაწილება არ აინტერსებთ, ერთადერთი მიზანი არის კრიზისის შემოტანა და დესტაბილიზაცია. ვერავინ ვერ იტყვის, რომ არალეგიტიმურია რომელიმე გადაწყვეტილება. წითლიძეს ბიუჯეტი კრიზისის მექანიზმად ესახება" - ამბობს ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია. ფინანსური დოკუმენტის დამტკიცების პროცესს არ ესწრებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. თავდაპირველად სხდომათა დარბაზში შესვლა "ენმ"-ის წარმომადგენლებმა შეძლეს, თუმცა მოგვიანებით დაპირისპირება დაიწყო, სამართალდამცველებმა სხდომათა დარბაზში შესულ ოპოზიციონერებს შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ანი წითლიძის განცხადებით, გაყვანის დროს მას პოლიციელებმა თითი მოტეხეს. პარარელურად, შენობის წინ საპროტესტო აქცია გრძელდება. ცოტა ხნის წინ, პოლიციამ აქციის ორი მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანა და ძალის გამოყენებით ჩასვა მანქანაში. ჯერჯერობით უცნობია, დააკავეს ისინი თუ არა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)