|
2021-11-26 10:31:48, 839 ნახვა
პოლიტიკა
ბათუმის უმაღლეს საბჭოსთან, სადაც ბიუჯეტის დამტკიცებას გეგმავენ არჩილ ჩიქოვანსა და „ნაცმოძრაობის” წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა
ბათუმის უმაღლესი საბჭოს შენობასთან, სადაც დღეს 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას გეგმავენ, დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული. ადგილზე ერთმანეთს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლების განმარტავენ რომ, დღეს "ქართული ოცნება" ვადაგასულ საკრებულოს მომავალი წლის ბიუჯეტს ამტკიცებინებს, რაც მათივე თქმით, არალეგიტიმურია. "ჩვენ ვაპირებთ გამოვიყენოთ ყველა ლეგიტიმური ძალა, რომ ეს უსამართლობა და უკანონობა, რომელიც არის ბათუმელი ამომრჩევლის პირდაპირ შეურაცხყოფა, არ გავატანინოთ ვადაგასულ საკრებულოს. ჩვენი პროტესტი იქნება მწვავე, მაგრამ ეს არ იქნება ძალადობრივი", - ამბობს ენმ-ს წევრი "ფორმულასთან". თავის მხრივ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ბათუმის საკრებულო კანონის ფარგლებში, რეგლამენტის დაცვით მოქმედებს. შეგახსენებთ, რომ საკრებულოების ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რის გამოც საქმიანობას საკრებულოების აქამდე არსებული შემადგენლობა განაგრძობს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)