|
2021-11-25 17:18:30, 801 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - სააკაშვილის საინიციატივო ჯგუფთან შეერთებას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ
ჩვენ არ ვართ არც აქციების ორგანიზატორები და არანაირ საინიციატივო ჯგუფთან შეერთებას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ, რადგან ძალიან კონკრეტულად მაინტერესებს მათი ხედვა - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა. მისი თქმით, პროტესტს, რომელიც სამართლიანი მოთხოვნების შესაბამისი იქნება შეუერთდებიან. „ჩვენ ორგანიზატორები რომ არ ვართ აქციების, ეს არ ნიშნავს, რომ სამართლიან მოთხოვნის სახით როცაა პროტესტი, მაგალითად სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, ამაზე პოზიცია არ გვქონდეს, ან ჩვენი წარმომადგენლები არ შეუერთდნენ გარკვეულ აქციებს. ორგანიზატორი რომ არ ხარ ნიშნავს, რომ შენ არ ხარ იმ სტრატეგიაზე პასუხისმგებელი რაც დგას აქციების უკან, რომელ სტრატეგიასაც მე დეტალურად ვერც ვხედავ, აქედან გამომდინარე, პროცესი გვიჩვენებს, დღეს ეს პოზიცია გვაქვს და თუ დავინახავთ ისეთ ინიციატივას, რომელიც უკეთეს გამოსავალს აჩვენებს, მზად ვართ ვიმსჯელოთ ამაზე", - განაცხადა ვაშაძემ. ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საინიციატივო ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელიც მისი გათავისუფლების კამპანიაზე იმუშავებს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)