|
2021-11-25 16:31:17, 752 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - სუს-ის წარმომადგენლები მედპერსონალს ჩხრეკენ, რათა მათი მეშვეობით არ გადავცე საზოგადოებას გზავნილები
სუსის წარმომადგენლებმა დაიწყეს აქ მყოფი სამედიცინო პერსონალის ნამდვილი ტერორი, რათა მე მათი მეშვეობით არ გადავცე საზოგადოებას გზავნილები. - ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელდა. მისი თქმით, სუსის თანამსრომელები ექიმებს საგანგებოდ ჩხრეკენ და მუქარანარევ გასაუბრებებს უტარებენ. "უკვე 1 კვირაა ჩემთან არ უშვებენ ნაციონალური მოძრაობის და სხვა პარტიებიდან პარლამენტის წევრებს. ბოლო დღეებში სუსის ჩემს პალატასთან მდგომმა წარმომადგენლებმა დაიწყეს აქ მყოფი სამედიცინო პერსონალის ნამდვილი ტერორი. საგანგებოდ ჩხრეკენ მათ და მუქარანარევ გასაუბრებებს უტარებენ, რათა მე მათი მეშვეობით არ გადავცე ჩვენს საზოგადოებას გზავნილები. თუ ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას არ დაუშვებენ, მე უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე და მივიღებ მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც ტყვედ ჩავარდნამდე მქონდა გამოწერილი." - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს, 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ კი იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილების ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)