|
2021-11-24 13:12:44, 653 ნახვა
პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე „ენმ“–ის აუდიოჩანაწერზე - თუ ჩემი ოჯახის წევრი რომელიმე ჩანაწერში არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშს
თუ რომელიმე ჩანაწერში ჩემი ოჯახის წევრი არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშს, – ასე პასუხობს აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე "ერთიანი ნაცინალური მოძრაობის" მიერ გასაჯაროებულ აუდიო–ჩანაწერებს. "მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და სწორედ ამ ადამიანის ხსოვნაც, მისი სახელის მოფრთხილებაც ითვალისწინებს, რომ მეტად ღირსეულად მოექცნენ მათივე თანამებრძოლები. რაც შეეხება წინასწარ დაანონსებულ რაღაც ჩანაწერებს, ბუნებრივია, ამაზე და მათ შინაარსზე მე ვერ გავაკეთებ კომენტარს, თუმცა მერწმუნეთ, რომ თუ მათ შორის ჩემი ოჯახის წევრი, რომელიმე ჩანაწერში არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას", – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ცნობისთვის, ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე, ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლას ახდენდა. გიორგი კირთაძემ საგანგებო ბრიფინგზე აუდიოჩანაწერები გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ბათუმის საკრებულოს დეპუტატს ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმებით ემუქრებოდნენ, სთავაზობდნენ 100 000 დოლარს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)