|
2021-11-23 10:14:36, 628 ნახვა
პოლიტიკა
18 წელი ვარდების რევოლუციიდან - დღეს თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი მოეწყობა
ვარდების რევოლუციიდან 18 წლის შემდეგ, მორიგი საპროტესტო მსვლელობა თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე მოეწყობა. აქტივისტები ცოცხალ ჯაჭვს შეკრავენ. "2003 წლის 23 ნოემბრის შემდეგ საქართველო გახდა ქვეყანა კორუფციის გარეშე. ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა, უმაღლესი განათლება “ჩაწყობის” გარეშე მიეღოთ. დარიგდა გაყინული და გაზრდილი პენსიები, მივიღეთ, საპატრულო პოლიცია - რუსული “გაის” ნაცვლად, გაწვრთნილი ჯარი - მშიერი ჯარის ნაცვლად, წესრიგი - კრიმინალის ნაცვლად, აღმშენებლობა - სიბნელის ნაცვლად, აჭარა ასლანის გარეშე, რეფორმები - უძრაობის ნაცვლად და რაც მთავარია, დასავლეთი - რუსეთის ნაცვლად. 18 წლის შემდეგ, ყველა ვინც ვარდების რევოლუციის მთავარი იდეალების და პრინციპების ერთგული დარჩა, ვიკრიბებით ცოცხალ ჯაჭვში, თავისუფლების მოედნიდან ვარდების (რესპუბლიკის) მოედნამდე", - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში. ცნობისთვის, 2003 წლის 23 ნოემბერს, თითქმის ერთთვიანი, უწყვეტი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გადადგა, მისი ადგილი კი დროებით, პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ დაიკავა. საქართველოს უახლოეს ისტორიაში „ვარდების რევოლუციის“ სახელით შესულ ამ მოვლენას ბიძგი მისცა 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მასშტაბურმა გაყალბებამ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)