|
2021-11-22 12:52:11, 796 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აზარტული თამაშების რეგულაციაზე პრემიერის ინიციატივას მიესალმება
საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მიესალმება. ჯაღმაიძე იმედს გამოთქვამს, რომ დროთა განმავლობაში სხვა დამცავი მექანზმის ჩართვაც გახდება შესაძლებელი, რაც დაიცავს ახალგაზრდებს ამ „სენისგა“. „მივესალმები სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად. ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რელობად ქცევა წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. 25 წლამდე ახალგაზრდების დაცვა გემბლინგის სენისაგან შედეგს მყისიერად გამოაჩენს. 20-25 წლამდე ასაკის დასაქმებული ახალგაზრდების რაოდენობა უკანასკნელი წლების განმავლობაში მზარდი ტემპით კლებულობდა, ხოლო იგივე ასაკის ადამიანების სათამაშო ბიზნესში ჩართულობა ,- იზრდებოდა. მისასალმებელია აზარტული თამაშების რეგულაციისაკენ გადადგმული პრემიერის ეს ნაბიჯი. იმედია დროთა განმავლობაში სხვა დამცავი მექანიზმების ჩართვაც შესაძლებელი გახდება, რაც დაიცავს ჩვენს ახალგაზრდებს და ზოგადად ოჯახებს ამ სენისაგან“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე. შეგახსენებთ, რომ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იგეგმება ონლაინ კაზინოებისთვის პირველ ეტაპზე გადასახადების გაზრდა, რეკლამის აკრძალვა და ასაკობრივი ზღვარის 25-წლამდე გაზრდა, მეორე ეტაპზე კი, ონლაინ კაზინოების აკრძალვა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)