|
2021-11-19 18:53:16, 934 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ხერხეულიძე - სააკაშვილისთვის მნიშვნელობა არ აქვს სად გადაიყვანენ, მისთვის მნიშვნელოვანია ბრძოლა როგორ გაგრძელდება
მიხეილ სააკაშვილისთვის მნიშვნელობა არ აქვს სად გადაიყვანენ,, მისთვის მნიშვნელობა აქვს ბრძოლა როგორ გაგრძელდება ქვეყანაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ხერხეულიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს აქვს პირობა, რომელსაც მისი უფლებადამცველი, ნიკა გვარამია, მოგვიანებით გააჟღერებს. „მიხეილ სააკაშვილის არჩევანი არ ყოფილა რომელიმე ჰოსპიტალში შემოსვლა და რაც მოხდა, იცით. იქიდან გამომდინარე, რომ მის პროტესტს შეუერთდა ბევრი ადამიანი და ის განიცდის მათ მდგომარეობას, აქედან გამომდინარე, ითვალისწინებს ამ სიტუაციას და სურს გაითვალისწინოს ხალხის მოთხოვნა, რომელიც გარეთ დგას მისთვის მაგრამ ეს არ არის მისი არჩევანი, არ გორი, არც ერთი სხვა ლოკაცია არ შეცვლის მის მთავარ განზრახვას, არა იმიტომ, რომ მოხარულია, მისთვის მნიშვნელოვანია ბრძოლა როგორ გაგრძელდება, ამიტომაც აქვს ერთ-ერთი პირობა, რის გამოც დაიბარა გვარამია და უკრაინის კონსული, მასთან ერთად გაივლიან ამ საკითხს და ნიკა გაცნობებთ მის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ხერხეულიძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)