|
2021-11-19 14:35:58, 802 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი იმყოფება რეანიმაციაში, ექიმის თქმით, ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია
დაახლოებით საათანახევრიანი ლოდინის შემდეგ, მითხრეს, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება რეანიმაციაში, - ამის შესახებ ექს-პრეზიდენტის უფლებადამცველმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომელიც რუსთავის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში არ შეუშვეს. ადვოკატის თქმით, ის ესაუბრა სამკურნალო დაწესებულების დირექტორს, რომელმაც განუცხადა, რომ ამ ეტაპზე, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. "მსურდა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა. განიმარტეს, რომ მას ეძინა. რომ გაიღვიძებდა შემატყობინებდნენ და დამიშვებდნენ, თუმცა დაახლოებით საათნახევრიანი ლოდინის შემდგ, მითხრეს, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება რეანიმაციაში, სადაც დაიშვება მხოლოდ სამედიცინო პერსონალი და ადვოკატებს ვერ შეგვიშვებდნენ. ამის შემდეგ მოვითხოვე დაკავშირება შესაბამის პირთან, იქნებოდა ეს მთავარი ექიმი, თუ დაწესებულების დირექტორი, რათა მოეწოდებინა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით და ვესაუბრე მე-18 დაწესებულების მთავარ ექიმს ქალბატონ მანანას, რომელმაც მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ღამე გაატარა რეანიმაციულ განყოფილებაში, ამჟამად მისი მდგომარეობა არის სტაბილური, გარკვეული კვლევები ჩატარდა, თუმცა ყველა კვლევის პასუხი ჯერჯერობით არ არის მოსული. ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული პრობლემა მათი განმარტებით არ არსებობს, თუმცა ელოდებიან კვლევების შედეგებს და ასევე განმიცხადა, რომ დღეს მოხდება სხვადასხვა პროფილის ექიმების შეხვედრა და ამ შეხვედრაზე გადაწყდება, რა იქნება მომდევნო ნაბიჯები მიხეილ სააკშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და მის გადაყვანასთან დაკავშირებით", - განაცხადა ადვოკატმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)