|
2021-11-18 21:33:52, 690 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გრიგოლია - ეკატერინე ტიკარაძე დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ ამ დაწესებულებაში მძიმე პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი
ეკატერინე ტიკარაძის პოზიცია არის ისეთივე პოზიცია, როგორც ნებისმიერი ექიმის. ამ შემთხვევაში ის იქცეოდა, როგორც ექიმი და არა როგორც პოლიტიკური მოღვაწე და ის დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე ავადმყოფის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი -ამის შესახებ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, რეანიმატოლოგმა გიორგი გრიგოლია ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით,,ჯანდაცვის სამინისტროს საბოლოოდ სურდა ჩამოყალიბებულიყო თუ რამდენად შეიძლება გლდანის მე-18 დაწესებულებაშ, სრუფლასოვანი სამედიცინო დახმარების გაწევა. "ჯანდაცვის სამინისტროს საბოლოოდ ჩამოყალიბება უნდოდა, თუ რამდენად შესაძლებელია იმ დაწესებულებაში, სადაც იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, სრულფასოვანი მკურნალობის გაწევა. გადაწყვეტილებას სააკაშვილის გადაყვანა-გადმოყვანის თაობაზე, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო არ იღებს, მაგრამ კარგი ის იყო, რომ ორთავე ჯგუფმა შეძლო არგუმენტი მოეყვანა და დაერწმუნებინა, ჩემი აზრი, ყოველ შემთხვევაში, ასეთია, რომ ჯანდაცვის სამინისტროც იმუშავებს იმაზე, რომ მოხდეს ალბათ სააკაშვილის გადაყვანა. ეკატერინე ტიკარაძის პოზიცია არის ისეთივე პოზიცია, როგორც ნებისმიერი ექიმის. ამ შემთხვევაში ის იქცეოდა, როგორც ექიმი და არა როგორც პოლიტიკური მოღვაწე და ის დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე ავადმყოფის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია, გადაყვანილი იქნეს მრავალპროფილურ კლინიკაში."- განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)