|
2021-11-18 18:37:16, 699 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების” დეპუტატები მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში სამედიცინო ვითარებას გაეცნობიან
“ქართული ოცნების” დეპუტატები, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ სარჯველაძე და დავით სერგეენკო გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში შევლენ და სამედიცინო განყოფილებაში არსებულ ვითარებას გაეცნობიან. მმართველი გუნდის წევრები გლდანის ციხეში, სავარაუდოდ, დღეს მივლენ და ადგილზე სამედიცინო პერსონალს გაესაუბრებიან. “ექიმების მოსაზრებას პატივს ვცემ, ვითვალისწინებ, თუმცა მისი შესაბამისობა ჯობს, თვალით ვნახოთ. ადგილზე გავესაუბრებით პერსონალს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის პროცესში. ვფიქრობ, ეს მოგვცემს საშუალებას, უფრო მეტად ობიექტური ინფორმაცია დაიდოს. ასევე ვნახოთ შესაძლებლობები, რაც საჭიროა ამდაგვარი მსჯავრდებული პაციენტისთვის შესაბამისი მკურნალობის ჩასატარებლად”, - განაცხადა ხუნდაძემ. ამასთან დეპუტატების ინფორმაციით მათ ოპოზიციონერ კოლეგებს გლდანის ციხეში მათთან ერთად შესვლა შესთავაზეს, თუმცა საბოლოო პასუხი არ მიუღიათ. “ღია ვართ ამ პროცესში. იყო შეთავაზება ოპოზიციონერ კოლეგებთან, რომ ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ. მაგრამ მათი გადასაწყვეტია. თუ ისინი შემოგვიერთდებიან, მზად ვართ, მათთან ერთად შევიდეთ. შევდივართ იმ განწყობით, რომ ჩვენი სტუმრობის მიზანს მაქსიმალურად ჩამოვაცილოთ პოლიტიკური შემადგენელი”, - განაცხადა ხუნდაძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)