|
2021-11-18 14:32:30, 529 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - მე ელენე ხოშტარიას მდგომარეობა უფრო მაშფოთებს, ვიდრე 40 დღის ნაშიმშილარი სააკაშვილის
გულწრფელად გეტყვით, მე უფრო ელენე ხოშტარიას მდგომარეობა მაშფოთებს, ვიდრე 40 დღის ნაშიმშილარი სააკაშვილის. - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, საკაშვილისა და ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შორის დიდი განსხვავებაა, მიუხედავად მათი შიმშილობის ხანგრძლივობისა. „მე უფრო მაშფოთებს ელენე ხოშტარიას მდგომარეობა, გუშინ ჩემი თვალითაც ვნახე. ამ შემთხვევაში აბსოლუტურად გამორიცხეთ კომენტარი პოლიტიკოსისგან, როგორც ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე შევეცდები ვიყო აბსოლუტურად ნეიტრალური ერთი წამით, ამ ინტერვიუს მიცემის დროს - რაც ვნახე 40 დღის ნაშიმშილარი სააკაშვილი, როგორ იქცეოდა და როგორი ფიზიკური მონაცემებით იყო წარმოდგენილი იმ კადრებში, არავის რომ არ მოგვეწონა მაინცდამაინც სხვადასხვა მიზეზებით და რაც ვნახე გუშინ, როდესაც მივედით და ელენე ხოშტარია მოვინახულეთ 15 დღის შემდეგ - აი, ცასა და დედამიწას შორის როგორი სხვაობა, სიშორე და განსხვავებაა, ისე არის. მე, გულწრფელად, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა უფრო მაღელვებს და იმიტომ კი არა, რომ მის მიმართ უფრო ლოიალური ვარ ან ამის უფლება არ მაქვს, იმიტომ, რომ რეალურად მგონია, რომ მართლა გაცილებით უფრო ცუდად არის ვიდრე მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)