|
2021-11-18 13:01:13, 715 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილს კაცობა და ღირსება რომ ჰქონდეს, „ფეიკ“ შიმშილობას შეწყვეტდა
მიხეილ სააკაშვილი არის პასუხისგებელი იმ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, რომლებიც ახლა შიმშილობენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კობახიძის თქმით, სააკაშვილს რომ ჰქონდეს კაცობა და ღირსება, შეწყვეტდა „ფეიკ“ შიმშილობას. „მიხეილ სააკაშვილი არის პასუხისმგებელი იმ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, რომლებიც ახლა შიმშილობენ, ის არის პირდაპირი პასუხისგებელი. მას შეუძლია შეწყვიტოს თავისი „ფეიკ“ შიმშილობა და ეს ბუნებრივია, პირდაპირ აისახება ამ ადამიანების ჯანრთელობაზე. მას რომ ჰქონდეს კაცობა და ღირსება ამას გააკეთებდა, თუმცა ნულოვანი კაცობა და ღირსება აქვს მიხეილ სააკაშვილს, ამით არის ის გამორჩეული. მიხეილ სააკაშვილი არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, მათ შორის იმაზე, რომ სხვები შიმშილობენ, ელენე ხოშტარია მათ შორის განსაკუთრებით, მიხეილ სააკაშვილი არის ამაზე პასუხისმგებელი. მიხეილ სააკაშვილის კაცობასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჩვენი წარმოდგენა და ეს არის ძალიან მყარი. სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა“, - განაცხადა კობახიძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)