|
2021-11-17 21:49:37, 822 ნახვა
პოლიტიკა
კონსილიუმის ექიმი - მიხეილ სააკაშვილი არის სუსტად, სარეანიმაციო პაციენტი არ არის, მაგრამ კრიტიკულ მდგომარეობაშია
როდესაც ადამიანი ხანგრძლივად შიმშილობს, მას ყველა ორგანოს დაზიანება განუვითარდება და ფატალურ მდგომარეობამდე ძალიან ცოტა დრო არის- ამის შესახებ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა. მისი თქმით, გლდანის მე-18 დაწესებულებაში არის გარკვეული სახის მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობა, თუმცა დარგის ყველა სპეციალისტი ადგილზე არ ჰყავთ. „როდესაც პაციენტს აქვს რომელიმე ორგანოს - მაგალითად, გულის, ღვიძლის ან ფილტვის დაავადება, სპეციფიკური მკურნალობა არის საჭირო, რაც უფრო ადვილია. როდესაც ადამიანი ხანგრძლივად შიმშილობს, მას ყველა ორგანოს დაზიანება განუვითარდება და ფატალურ მდგომარეობამდე ძალიან ცოტა დრო არის. ჯერ ის სტადიაა, როდესაც ამ ადამიანის ინტენსიურად მკურნალობა შეიძლება და ფატალური გართულებების თავიდან აცილება. ამას სჭირდება ბევრი სხვადასხვა სახის სპეციალისტის არსებობა, კვლევები. იქ არის გარკვეული შესაძლებლობა, მაგრამ ყველა სპეციალისტი ადგილზე არ ჰყავთ, არიან გამოძახებით და მორიგეობით“, - განაცხადა გრიგოლიამ. მან ასევე განმარტა, რომ კონსილიუმის საბოლოო დასკვნა ჯერ არ გამოუტანია, თუმცა უკვე ფინიშისკენ მიდის. "ჯერ საბოლოო დასკვნებამდე არ მივსულვართ, მაგრამ უკვე ფინიშისკენ მიდის. კარგი არის ის, რომ თითქმის ყველა ერთ აზრზე ვართ და ცოტა ხანში ნახავთ. მიხეილ სააკაშვილი არის სუსტად და ეს არც არის გასაკვირი, მას უკვე დაეწყო მეტაბოლური ცვლილებები, ჯერ სარეანიმაციო პაციენტი არ არის, მაგრამ არის უკვე კრიტიკულ მდგომარეობაში, რომელსაც სჭირდება ინტენსიური თერაპია",- განაცხადა გრიგოლიამ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)