|
2021-11-17 19:50:22, 722 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - საზოგადოებისა და ქვეყნის პრობლემების გადაჭრაში პრეზიდენტისა და საპატრიარქოს იმედი არ უნდა გვქონდეს
"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს პრეზიდენტის მორიგი არაფრისმთქმელი გამოსვლა იყო. „ეს იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის მორიგი, უკეთეს შემთხვევაში რომ ვთქვათ, არაფრისმთქმელი გამოსვლა, რომელიც უდიდესი ალბათობით არის მისი გაგებით რეაქცია იმაზე, რაც უმაღლეს დონეზე საფრანგეთში მოისმინა სააკაშვილის გლდანში გადაყვანის ამაზრზენ ამბავთან დაკავშირებით.“- განაცხადა გიგა ბოკერიამ როგორც ბოკერია განმარტა, საზოგადოებისა და ქვეყნის პრობლემების გადაჭრისას, პრეზიდენტის და საპატრიარქოს იმედი არ უნდა გვქონდეს. „ჩვენ არ უნდა გვქონდეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმედი, არც საპატრიარქოს იმედი ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტის საქმეში. ჩვენ ერთადერთი რამე მიგვიყვანს ამოცანის შესრულებამდე, ეს არის ქართული საზოგადოების უფრო ფართო ჩართულობა პოლიტიკურ პროცესში, პოლიტიკური ლიდერებისგან თანმიმდევრულობა და მოლოდინების სწორი მართვა.“- განაცხადა ბოკერიამ
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)