|
2021-11-17 18:07:33, 703 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი – კადრების გავრცელება, რომელიც სააკაშვილის ღირსების შემლახველია, კატეგორიულად მიუღებელია
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს ექს–პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილის ვიდეოკადრების გასაჯაროება მისთვის მიუღებელია. ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ გულგრილობა, დაცინვა, ქილიკი და შეურაცხყოფა მიუღბელია არა მხოლოდ მისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც. „დღეს მინდა ხელისუფლებას და საზოგადოებას მივმართო და ამ სერიოზულ საკითხთან მიმართებაში გავაცნო ჩემი შეხედულება. პირველ რიგში, დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება, მისივე ცდების მიუხედავად, რამე თუ ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშრებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი, ამდენად, იმ კადრების გავრცელება, რომელიც ამ ღირსების და პატივის შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია. საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუ როგორ ექცეოდნენ პატიმრებს ყოფილი პრეზიდენტის სასამართოსა და პენიტენციურ სისტემაში, ამიტომ, დღევანდელი ხელისუფლება არ შეიძლება რამეში დაემსგავსოს წინამორბედს. ამიტომ, გულგრილობა, დაცინვა, ქილიკი და შეურაცხყოფა მიუღბელია არა მხოლოდ ჩმთვის, არამედ დარწმუნებული ვარ საზოგადოებისთვისაც“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)