|
2021-11-17 16:38:04, 702 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ ოპოზიციის მიერ პარასკევს, 19 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციას არ შეუერთდება
„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ ოპოზიციის მიერ, 19 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციას არ შეუერთდება. მისივე თქმით, „ევროპულ საქართველოს“ ვერ შეუერთდება იმ აქციას, რომლის დაგეგმვაში და გადაწყვეტილებებშიც მონაწილეობა არ მიუღია. მან განმარტა, რომ ოპოზიციამ უნდა მოახდინოს კოორდინაცია, ხოლო ამ კოორდინაციას სჭირდება თანამშრომლობა. „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას, როგორც არასდროს, ისე სჭირდება კოორდინაცია, კოორდინაციას სჭირდება თანამშრომლობა. სამწუხაროდ ორგანიზატორი პარტიების მხრიდან არა თუ კოორდინირებაზე მზაობა, არამედ შემოთავაზებაც არ გამიგონია, ამიტომ „ევროპული საქართველო“ ცხადია პარტიულად ვერ შეუერთდება იმ ღონისძიებებს და ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, რომლის არც დაგეგმვაში, არც გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიუღია. პარტიის წევრები მიიღებენ თუ არა მონაწილეობას, ეს მათ პირადად უნდა გადაწყვიტონ.“ - განაცხადა ბობოხიძემ
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)