|
2021-11-17 14:46:21, 718 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ყველაფერი სააკაშვილის ხელშია, შეასრულოს სტრასბურგის მოწოდება და შეწყვიტოს შიმშილობა
მილიონ ადამიანს უშიმშილია საქართველოში, არავის არ სჭირდება არანაირი მაღალტექნოლიგური და მულტიფუნქციური კლინიკა, იმისათვის , რომ გაიაროს რეაბილიტაცია, ერთადერთი რაც სჭირდება ადამიანს შიმშილობის შემდეგ ეს არის, სათანადო დოზირება საკვების- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ "დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას მონახულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშილმა უნდა შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება და შეწყვიტოს შიმშლობა. კობახიძე საუბრისას ასევე შეეხო, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემთხვევაში, მისი იქიდან შესაძლო გატაცების საკითხსაც. მისი გამარტებით, ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანების სიცოცხლეს, რასაც ისინი არ დაუშვებენ. „ყველაფერი არის მიხეილ სააკაშილის ხელში, მაგალითად შეასრულოს დაუყოვნებლივ სტრასბურგის სასამაართლოს მოწოდება ამ შემთხვევაში ბუნებრივია ის შეწყვეტს შიმშილობას და ელენე ხოშტარიაც შეწყვეტს შიმშილობას,მაგრამ ის ამას არ აკეთებს ერთი მარტივი მიზეზის გამო, ის არის ღირებულებით კონფიქტში სტრასბურგის სასამართლოსთან და ყველაფერთან რაც უკავშირდება ქვეყნის მომავალს... მე ამ დეტალებში ვერ შევალ, მოიტაცებენ თუ არა, მე მგონია, რომ ვერ მოიტაცებენ, მაგრამ მცდელობის შემთხვევაში შეიძლება ადმიანების სიცოცხლეს შეექმენას საფრთხე, რასაც ჩვენ არ დავუშებთ, მხოლოდ იმის გამო, რომ არის ახირებული მოთხოვნა მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის , როცა მას ეს საერთოდ არ სჭირდება, მითუმეტეს თქვენ გახსოვთ, მიხეილ სააკაშილმა თქვა, რომ შეწყვეტდა შიმშლობას შემდეგ გადაყვანის პირობით. შიმშლობის შემდეგ ყველა ძალიან კარგად ხდება, მილიონ ადამიანს უშიმშილია საქართველოში, არავის არ სჭირდება არანაირი მაღალტექნოლიგური და მულტიფუნქციური კლინიკა, იმსიათვის , რომ გაიაროს რეაბილიტაცია, ერთადერთი რაც სჭირდება ადამიანს შმშლობის შემდეგ ეს არის სათანადო დოზირება საკვების.“
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)