|
2021-11-17 13:01:46, 859 ნახვა
პოლიტიკა
დავით სერგეენკო – თუ აღმოჩნდება, რომ ციხის საავადმყოფოში არაა შესაბამისი პირობები, უნდა იზრუნონ სააკაშვილის გადაყვანაზე
თუკი აღმოჩნდება, რომ იქ არ არის შესაბამისი პირობები, რა თქმა უნდა, უნდა იზრუნონ გადაყვანაზე, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რითიც ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის გლდანის მე–18 სამკურნალო დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას გამოეხმაურა. "მე ნამდვილად გულწრფელად მჯერა, რომ თუ ექიმებს მიეცემათ საშუალება ობიექტური, ყველასთვის აღქმადი სურათი დადონ, რომ იქ ადეკვატური პირობები არის, მაშინ კითხვები უნდა გაქრეს გადაყვანაზე, თუკი რეალურად აღმოჩნდება, რომ იქ არ არის შესაბამისი პირობები, რა თქმა უნდა, უნდა იზრუნონ გადაყვანაზე. ჩემი აზრით, პოლიტიკის ჩარევა ამ გადაწყვეტილების მიღებაში რევს სიტუაციას. მე არ მეშინია სიტყვა კრიზისის ხსენება, ვახსენებ კრიზისი კი ბატონო, შეგვიძლია სხვა ტერმინი დავარქვათ, არის დაძაბულობა, რომელმაც პოტენციურად შეიძლება საფრთხე შეუქმნას პაციენტის ჯანმრთელობას. აცალონ ექიმებს და ძალიან სწრაფად მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას", – განაცხადა სერგეენკომ. შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 48 დღეა შიმშილობს. ომბუდსმენის მიერ შექმნილმა მულტიფუნქციურ ექსპერტთა ჯგუფმა მესამე პრეზიდენტი ციხეში გუშინ მოინახულა, ისინი წერილობით დასკვნას დღეს გაასაჯაროებენ
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)