|
2021-11-17 12:48:14, 694 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე – ჩვენ ბრძოლის გზად არჩეული გვაქვს ხელის შეშლა, საბოტაჟი, პოლარიზება და მგონია, რომ ეს სწორი გზაა
ჩვენ, როგორც „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, ასევე „დროას“, ბრძოლის გზად არჩეული გვაქვს ხელის შეშლა, საბოტაჟი, პარალიზება, რესურსების გამოფიტვა, გადაღლა და მგონია, რომ ეს არის სწორი გზა, – ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, პარასკევს კოალიციურ რეჟიმში გაიმართება საპროტესტო აქცია, რომლის მიზანია საერთაშორისო მეგობრებისთვის ჩვენება, რომ საქართველოში ცხოვრობენ ღირსების მქონე ადამიანები რომლებიც რეალობას არ შეეგუებიან. "ამჯერად კოალიციურ რეჟიმში ვაპირებთ პარასკევს, ერთობლივად გავმართოთ რამდენიმე ლოკაციაზე დემონსტრაცია, რაც ჩემი აზრით არის გზა, რომ მოქალაქეებს დავანახოთ, რომ შეუძლებელია შეგუება სისტემასთან, რაშიც ცხოვრებას გვაიძულებენ და მეორე მხრივ, ქვეყნის გარეთ ჩვენს მეგობრებს დასავლეთში ვაჩვენოთ, რომ აქ არ არის ნორმალური ვითარება და შეუძლებელია უზურპატორმა გააგრძელოს ცხოვრება ისე, თითქოს, არაფერი ხდება და ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ღირსების მქონე ადამიანები რომლებიც ამ რეალობას არ შეეგუებიან. ამიტომ, პარასკევს დაგეგმილი სამივე მსვლელობა მნიშვნელოვანია და სიხარულით ვუერთდებით“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)