|
2021-11-17 12:00:31, 679 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოზი ილია – ეს არ არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ბრძოლა, ეს ბრძოლაა საქართველოსთვის
ეს არ არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ბრძოლა, ეს არის ბრძოლა საქართველოსათვის და იმედს ვიტოვებ, რომ შიმშილობის დღეები მალე დასრულდება, – ამის შესახებ დეკანოიზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო–მიმართვაში აცხადებს. დეკანოძი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მოშიმშილე დეპუტატებსა და აქტივისტებს მხარდაჭერას უცხადებს და იმედს გამოთქვამს, რომ შიმშილობის დღეები მალე დასრულდება. "მიმდინარე თვენახევრიანი შიმშილობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ქვეყნის აღმშენებლისა და 90-იანი წლების კრიმინალური სიბნელისა და ჯოჯოხეთისგან საქართველოს გამომყვანის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა ეს არის ნამდვილად ისტორიული და ეროვნული მნიშვნელობის გმირობა, რომელიც მიმართულია პუტინის მიერ საქართველოს სრული ოკუპაციის წინააღმდეგ, რომელიც მიმართულია საქართველოს გადარჩენისათვის რათა ქვეყანა გამოვიდეს ამ ოლიგარქიული, პრორუსული მმართველობიდან, რომელშიც უკვე ეჭვი აღარავის აღარ ეპარება მსოფლიოში, ეს ძალიან ცხადია. მე ვუსურვებ ბატონ მიხეილ სააკაშვილს დროულად აღსრულებას საკუთარი მიზნების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას და მრავალჟამიერ დღეგრძელობას. მივესალმები საქართველოს პარლამენტის ყველა დეპუტატს, ვინც შიმშილობს მიხეილ სააკაშვილისა და ზოგადად საქართველოსათვის, ეს არ არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ბრძოლა, ეს არის ბრძოლა საქართველოსათვის და იმედს ვიტოვებ, რომ შიმშილობის დღეები მალე დასრულდება, და ყველა კანონიერი და ეროვნული მიზანი და მოთხოვნა აღსრულდება და დაკმაყოფილდება, ეს მიმდინარე შიმშილობები კი საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება ძალიან დიდი ასოებით, როგორც ეროვნული მნიშვნელობის ისტორიული დღეები რომელმაც გამოიტანა უდიდესი კეთილი ნაყოფი საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ერის გადარჩენისა და აღმშენებლობისათვის", - აცხადებს დეკანოზი.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)