|
2021-11-17 10:51:54, 644 ნახვა
პოლიტიკა
DRI მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, დარჩეს კონსტიტუციის ფარგლებში და უზრუნველყოს სააკაშვილის სასამართლოზე დასწრება
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ეხმიანება მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლო განხილვებში უშუალოდ მონაწილეობის უფლების შეზღუდვას და მიაჩნია, რომ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება უკანონოა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სასამართლო სხდომაზე დასწრება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლიდან გამომდინარე, საქმის სამართლიანი განხილვის უფლების განუყოფელ ნაწილს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, ყველას აქვს მისი საქმის საჯაროდ განხილვის უფლება. "მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი გამოთქვამს მზაობას, მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესებში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ 10, 15 და 16 ნოემბერს, მოუწოდა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებას, მიხეილ სააკაშვილს მიეცეს სასამართლო სხდომაში სრულფასოვნად მონაწილეობის უფლება. იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილის სხდომაზე დასწრებას ითხოვს სასამართლო, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პენიტენციური სამსახურის უკანონო უარი მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადმოყვანაზე, უწყების პოლიტიზებაზე მეტყველებს", – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში. DRI მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, დარჩეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომებზე ფიზიკური დასწრება.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)