|
2021-11-17 10:45:28, 361 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ფრანგული მრავალეროვნული კომპანიის (Egis) აღმასრულებელ დირექტორს და საფრანგეთ-საქართველოს საერთაშორისო მოძრაობის ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ფრანგული მრავალეროვნული კომპანიის (Egis) აღმასრულებელ დირექტორს და საფრანგეთ-საქართველოს საერთაშორისო მოძრაობის ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარეს, ლორან ჟერმენს შეხვდა. მხარეებმა, ფრანგული კომპანიების მხარდაჭერით, ქვეყანაში აგრარულ მიმართულებაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვასა და გარემოსდაცვით საკითხებში ფრანგული მხარის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „საქართველოს და საფრანგეთს ძალიან ბევრი აქვთ საერთო სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მათ შორისაა ტრადიციები მეღვინეობის კუთხით. ვფიქრობ, ის წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც წლებია გვაქვს საფრანგეთის სახელმწიფოსთან, უფრო მეტად განვითარდება ფრანგი ინვესტორების აქტიური ჩართულობით და კერძო სექტორის მეტი დაინტერესების შემთხვევაში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. როგორც შეხვედრაზე ლორან ჟერმენმა აღნიშნა, ფრანგული მხარის მიზანია, საქართველოს მხარდაჭერა გაუწიოს ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში და ხელი შეუწყოს ორი ქვეყნის ბიზნესსექტორს შორის პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავებას. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები და ფრანგული დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)