|
2021-11-16 21:47:42, 817 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე სააკაშვილზე - დღეა არ იღებს წამლებს, რომლებიც აუცილებელია მისი სასიცოცხლო პარამეტრებისთვის
დღეს მითხრა, რომ რამდენიმე დღეა არ იღებს წამლებს, რომლებიც აუცილებელია მისი სასიცოცხლო პარამეტრების შესანარჩუნებლად. მითხრა, რომ წნევის ცვალებადობაა ძალიან სერიოზული, რაც გულისხმობს იმას, რომ, შესაძლებელია, ჰიპერტონიული კრიზისი დაემართოს - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ხატია დეკანოიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. დეკანოიძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს უჭირს წონასწორობის სენარჩუნება და საუბარიც კი. " დღეს მითხრა, რომ რამდენიმე დღეა არ იღებს წამლებს, რომლებიც აუცილებელია მისი სასიცოცხლო პარამეტრების შესანარჩუნებლად. მითხრა, რომ წნევის ცვალებადობაა ძალიან სერიოზული, რაც გულისხმობს იმას, რომ, შესაძლებელია, ჰიპერტონიული კრიზისი დაემართოს და ჰქონდა რამდენჯერმე უკვე. რა თქმა უნდა, ფერი აქვს ძალიან მძიმე, ყვითელი და კიდევ უფრო ფერმკრთალია. გაცილებით უფრო მხნედ იყო წინა დღეებში, როდესაც მე მოვინახულე, ახლა გაცილებით უფრო სუსტადაა. გულწრფელად რომ გითხრათ, იყო მომენტები, როდესაც საუბრის გაგრძელების საშუალებაც აღარ გვქონდა იმიტომ, რომ სისუსტე იყო გამოხატული რაც მე თვალით სევამჩნიე წონასწოროების შენარჩუნება უჭირს. - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. მისი თქმით, ექსპრეზიდენტს ასევე ესმის შეურაცხმყოფელი შეძახილები. "მან მითხრა, რომ გრძელდება შეურაცხმყოფელი შეძახილები მის მიმართ ფანჯრებიდან დღის გარკვეულ მონაკვეთებში, ახლა რომ ვიყავი მეც მესმოდა, რაც ნამდვილად არის ფსიქოლოგიური ზემოქმედება. ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ ექნება შესაძლებლობა ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან შეხვედრის. გარდა ამისა, ძალიან წუხს, რომ უკრაინის სახალხო დამცველს არ მიეცა მისი მონახულების შესაძლებლობა". – განაცხადა დეკანოიძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)