|
2021-11-16 11:39:50, 743 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის ომბუდსმენი – სააკაშვილზე ფსიქოლოგიური ზეწოლა გრძელდება, ძილის დროს, შუქის ჩაქრობის უფლებას არ აძლევენ
უკრაინის სახალხო დამცველი, ლიუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამ წუთისთვის უარყოფითი შეფასებები აქვს. როგორც ის აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილზე ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა გრძელდება. ძილის დროს მას შუქის ჩაქრობის უფლებას არ აძლევენ, ამასთანავე, ტელევიზორი ბოლო ხმაზე აქვს ჩართული, რათა სხვა პატიმართა შეძახილები არ მოისმინოს. "მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამ წუთისთვის უარყოფითი შეფასებები გვაქვს. ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ გაუარესდა, როგორ მოხერხდება მისი მკურნალობა და იქნება თუ არა შესაბამისი აღჭურვილობა, ამაზეც არ გვაქვს ინფორმაცია. მიხეილ სააკაშვილზე ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა გრძელდება. ძილის დროს შუქის ჩაქრობის უფლებას არ აძლევენ. იძულებულია, ტელევიზორი ბოლო ხმაზე ჰქონდეს ჩართული, რადგან სხვა პატიმრების მხრიდან შეძახილები არ მოისმინოს, თავის მხრივ, ესეც არის წამება", – აცხადებს ომბუდსმენი.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)