|
2021-11-16 10:43:35, 730 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი – გლდანის ციხეში უკრაინის სახალხო დამცველის შეშვების ვალდებულება არ გვაქვს
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინის სახალხო დამცველის, ლიუდმილა დენისოვას არშეშვების საკითხს ბრიფინგზე გამოეხმაურა. როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, უკრაინის სახალხო დამცველის ვალდებულება და აუცილებლობა არ არსებობს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ექს–პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს ბოლომდე დაცული და სწორედ ამ მოტივით არ შეუშვეს უკრაინის ომბუდსმენი მე–18 სამკურნალო დაწესებულებაში. "რაც შეეხება არ შესვლის მიზეზს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა და არ არის ამის აუცილებლობა, ჩვენ არ გვაქვს ამის ვალდებულება, შესაბამისად, როდესაც პატიმარი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში ჩვენ ვალდებული ვართ, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს ბოლომდე დაცული და როგორც უკვე მოგახსენეთ, სწორედ ამ მოტივებით ქალბატონი სახალხო დამცველი ჯერჯერობით არ იქნა შეშვებული", - განაცხადა მინისტრმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)