|
2021-11-15 18:17:16, 663 ნახვა
პოლიტიკა
უილიამ კორტნი - უსამართლობაა სააკაშვილის პროცესზე არ დასწრება, მსგავსს ლუკაშენკოს ბელარუსისგან უნდა ელოდო
"ხელისუფლება სააკაშვილს სინდისის პატიმრად აქცევს" -ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი Twitter-ზე მესამე პრეზიდენტის საკუთარ სასამართლოზე დასწრების უფლების არ მიცემას. როგორც კორტნი აღნიშნავს, სააკაშვილის სასამართლოზე არ დასწრება უსამართლობაა და მსგავს ქმედება მხოლოდ ლუკაშენკოს ბელარუსისგან არის მოსალოდნელი. "ასეთ უსამართლობას, შესაძლოა, ლუკაშენკოს ბელარუსისგან ელოდო, მაგრამ არა იმ საქართველოსგან, რომელსაც ბევრი მისი მეგობარი იცნობს. ეს უსამართლობა სააკაშვილს ნაკლებად მოსალოდნელ "სინდისის პატიმრად" აქცევს", - წერს შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში. ცნობისთვის, დღეს საქალაქო სასამართლოში მიხეილ საკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს დასწრების უფლება არ მისცა, მიზეზად კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უსაფრთხოება და ეტაპირების დროს ოპოზიციის მიერ გზის გადაკეტვის მცდელობაა დაასახელა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)